კალათბურთი

2:11 | 31.03.2014 | ნანახია NaN - ჯერ

მეტრეველი მხოლოდ ამერიკელს ჩამორჩა

იტალიის რანგით მე-3 დივიზიონ “ლეგა დუე სილვერში” ნიკა მეტრეველის “როზეტო შარკსმა” “ტრევილიო ბლუ ბასკეტსი” მიიღო და 75:90 წააგო. შეხვედრის დასკვნითი მეოთხედის წინ, მასპინძლები მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა, საჭირო ჟამს მობილიზება ვერ მოახერხეს.

ქართველი კალათბურთელი როზეტოელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 26:28 წუთში 13 ქულა და 6 მოხსნა (2 შეტევაში) მოაგროვა. მეტრეველმა 6-დან 5 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

ნიკას სარგებლიანობის კოეფიციენტი 16 გახლდათ, რითაც იგი თანაგუნდელთაგან მხოლოდ ამერიკელ ალექს ლეგიონს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 35 წუთში 28 ქულა მიითვალა.

“როზეტო შარკსმა” 12 მოგების წილ მე-14 მარცხი განიცადა და პლეი-ოფში გამსვლელ რვეულში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

0.06571