ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს ალექსანდრე მეტრეველი.
მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა რუსი ვიტალი კოზიუკოვი 5:7, 6:2, 6:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში ბელარუს ილიამ ივაშკას (მე-7) და რუს ალექსანდერ ვასილენკოს შორის უმჯობესს გაეჯიბრება. ცნობისთვის, ივაშკას პირველ რაუნდში გიორგი ცივაძე ჰყავს დამარცხებული.
მერვედფინალში გამოეთიშა ბრძოლას გიორგი ჯავახიშვილი. მან რუს ევგენი ტურნიევთან 2:6, 5:7 წააგო.
წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში ჯავახიშვილი და ცივაძე მე-2 განთესვის მქონე რუს ფუფიგინს და უზბეკ შოფაიზიევს გაეჯიბრებიან.