ქართველი ალექსანდრე მეტრეველის და ყაზახი დენის იევსევი დუეტი ასტანის 10-ათასიანი ტურნირის ფინალში გავიდა, თუმცა, გადამწყვეტ შეხვედრაში ვეღარ იმარჯვა.
მეტრეველმა და იევსეევმა საწყის წრეში უზბეკები – ოდილ აკრამოვი და ისკანდერ დავუტოვი 6:0, 7:5 დაამარცხეს, მეოთხედფინალში მათ წინააღმდეგ სათამაშოდ იტალიელები – მატეო დონატი და ედოარდო ერემინი (მე-3 განთესვა) არ გამოცხადდნენ, ნახევარფინალში სლოვაკებს – მარეკ სემიანს და ადრიან სიკორას (1-ლი რეიტინგი) 7:6 (7:5), 1:6, 10:7 სძლიეს, ფინალში კი მე-2 რეიტინგის მქონე ბელარუსებს – იარასლაუ შილას და ანდრეი ვასილევკის ვერ გაუმკლავდნენ – 3:6, 6:3, 10:12.
წყვილთა ტურნირშივე ალექსანდრე ჯავახიშვილმა და უზბეკმა შონიგმატონ შოფაიზიევმა რუსი კირილ დმიტრიევთან და ყაზახ ტიმურ ხაბიბულინთან 4:6, 7:6 (7:5), 6:10 წააგეს.
ასტანის ერთეულთა ტურნირის საწყის რაუნდში მეტრეველი რუს ვიტალი კაჩანოვკისთან 3:6, 4:6 დამარცხდა, ხოლო ჯავახიშვილი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – იტალიელ ედოარდო ერემინთან 1:6, 4:6 წააგო.