ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.
მეტრეველმა მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახ რომან ხასანოვს 4:6, 6:1, 6:4 სძლია და მეოთხედფინალში სლოვაკ ფილიპ ჰორანსკის ეთამაშება, რომელსაც გასულ კვირაში შიმკენტის ტურნირის ფინალშივე 6:4, 6:3 მოუგო.