ფეხბურთი

11:06 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მეთოფეებმა” დერბიში 2 ქულასთან ერთად 2 მოთამაშეც დაკარგეს

 ჩრდილოლონდონური დერბი არსენ ვენგენის “არსენალმა” ორმაგი დანაკლისით დაასრულა. “მეთოფეებმა” პრინციპულ მოწინააღმდეგეს ვერ მოუგეს (1:1), ამასთან უახლოეს მატჩებში 2 ნახევარმცველის, მიკელ არტეტასა და აარონ რემზის, გარეშე მოუწევთ ასპარეზობა.

გუშინდელი შეხვედრის მსვლელობისას არტეტამ ტერფი, რემზიმ მუხლსქვემო მყესი დაიზიანა და ორივე მათგანმა ასპარეზობის ბოლომდე ჩატარება ვერ შეძლო. ნამატჩევს არსენალელთა ფრანგმა დამრიგებელმა განაცხადა, რომ ზემოთნახსენები დუეტი მის გუნდს ვერც საჩემპიონთალიგო მატჩში სტამბოლის “გალათასარაისთან” და ვერც ინგლისის პრემიერლიგის მომდევნო ტურში კიდევ ერთ ლონდონურ კლუბ “ჩელსისთან” ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, მიმდინარე პრემიერლიგაში  23 წლის რემზიმ 6 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, 32 არტეტამ კი 4 ასპარეზობაში მიიღო მონაწილეობა.

არსენ ვენგერი “ტოტენჰემთან” დერბის შედეგით ფრიად უკმაყოფილო დარჩა: “მატჩი 1:1 დასრულდა, რაც უსამართლო შედეგად მიმაჩნია. ჩვენ ბევრს ვუტევდით და მეორე ტაიმში ბურთის ფლობის მაჩვენებელი 77 პროცენტი გვქონდა. სამწუხაროა, 2 ქულა რომ დავკარგეთ”.

0.116953