”ლივერპულმა” უარყო “არსენალის” მორიგი შეთავაზება სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მეთოფეების მიერ შეთავაზებული სატრანსფერო თანხა საკმაოდ უცნაურია: 40 მილიონი და ერთი ფუნტი. ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა ფეხბურთელის კონტრაქტში არსებულმა ერთ-ერთმა ქვეპუნქტმა, რომლის მიხედვითაც, მერსისაიდელები ვალდებულნი არიან, სუარესთან მიმართებაში განიხილონ ნებისმიერი შეთავაზება, რომელიც აღემატება 40 მილიონს ფუნტს.
BBC-ის ცნობით, ეს “არსენალის” მეორე შეთავაზებაა. პირველი იყო 30 მილიონი ფუნტი, რომელიც ასევე უარყვეს ლივერპულელებმა. მერსისაიდელები იმედოვნებენ, რომ ურუგვაელი გუნდში დარჩება. მოსალოდნელია “არსენალის” კიდევ ერთი შეთავაზება, ამჯერად 45 მილიონის ოდენობით.
ზაალ შელია







