ფეხბურთი

14:39 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მეთოფეები" კავანის უმიზნებენ

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პსჟ-ს და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ედინსონ კავანის შეძენას შეეცდება.

კავანის სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპზე 50 მილიონ გირვანქას შეადგენს. ლონდონელები კი პარიზელებთან შეთანხმებას იმედოვნებენ და ურუგვაელის სანაცვლოდ მაღალი თანხის გადახდაზეც თანახმა არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის გამოცვლა თავად კავანისაც სურს.

გიორგი ბალახაძე

0.110209