ამ უქმეებზე სრულდება სახელბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. ტური დაიწყო ოთხშაბათს და ერთადერთ მატჩში გერმანიის “კილმა” 30:25 დაამარცხა პორტუგალიის პორტუ.
“კილმა” პირველი ადგილი დაიკავა B ჯგუფში, ხოლო ამ კვირის მატჩებიდან 2 ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა შაბათს გაიმართება.
სადღეისოდ ცნობილია პლეიოფის 15 მონაწილე. დარჩენილია ერთი ადგილი და მას გაითამაშებენ ზაპოროჟიეს “მოტორი” და ზაგრების “ოსიგურანიე.” უკრაინელები 1 ქულით წინ არიან და ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. მერვედფინალში გასასვლელად “მოტორმა” უნდა დაამარცხოს A ჯგუფის ლიდერი, უნგრეთის “ვესპრემი,” რომელსაც ჯერჯერობით თამაში არ წაუგია - 8 გამარჯვება და 1 ფრე აქვს. თუ ზაპოროჟიეს გუნდმა ვერ მოიგო, მაშინ შანსი მიეცემათ ხორვატებს, რომლებიც ჯგუფის აუტსაიდერ “სანკტ პეტერბურგს” მასპინძლობენ. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა “ოსიგურანიეს” აქვს პირადი მატჩების მიხედვით - 30:31, 33:27.
დღეს ლიგაში ორი მატჩია - გერმანული “ლიოვენი” სლოვენიის “ცელიეს” მასპინძლობს, ხოლო ესპანეთის “ლა რიოხა” - შვედურ “ჰალმსტადს.”
ქალები ამ უქმეებზე ისვენებენ. აქ მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი წრე დასრულდა და კიდევ 3 ტურის შემდეგ ფინალური ოთხეულის მონაწილეები გამოვლინდებიან.
ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.
10 ტური. 19-23 თებერვალი
A ჯგუფი
20 თებ, 22:00 რეინ-ნეკარ ლიოვენი (გერ) - ცელიე ლაშკო (სლნ)
22 თებ, 19:00 მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) - ვესპრემი (უნგ)
22 თებ, 22:00 ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) - სტ. პეტერბურგი (რუს)
ვესპრემი 17 ქულა, ლიოვენი 14, ცელიე 9, ზაპოროჟიე 7 / ზაგრები 6, სტ. პეტერბურგი 1
B ჯგუფი
19 თებ. კილი (გერ) – პორტუ (პორ) 30:25
23 თებ, 19:55 კოლდინგი (დან) - დიუნკერკი (საფ)
23 თებ, 22:00 ტარგი კელცე (პოლ) - ვისლა პლოცკი (პოლ)
კილი 17, კოლდინგი 12, კელცე 11, ვისლა 8 / პორტუ 5, დიუნკერკი 3
ჩ ჯგუფი
22 თებ, 21:00 პსჟ (საფ) - ვარდარ სკოპიე (მკდ)
23 თებ, 20:30 ვაკერ თიუნი (შვც) - დინამო მინსკი (ბლრ)
23 თებ, 21:00 მეტალურგ სკოპიე (მკდ) - ბარსელონა (ესპ)
ბარსელონა 17, პსჟ 11, ვარდარი 10 , მეტალურგი 10 / დინამო 5, თიუნი 1
D ჯგუფი
20 თებ, 22:30 ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) - დროტ ჰალმსტადი (შვდ)
22 თებ, 23:30 გორენიე ველენიე (სლნ) - ფლენზბურგი (გერ)
23 თებ, 17:15 ჰამბურგი (გერ) - ოლბორგი (დან)
ჰამბურგი 16, ფლენზბურგი 15, ოლბორგი 8, გორენიე 8 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1
მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი