ფეხბურთი

14:12 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მეტალურგმა“ თურქულ შეკრებაზე "სამსუნსფორთან" წააგო

რუსთავის „მეტალურგმა“ თურქულ შეკრებაზე პირველი შეხვედრა პირველლიგელი „სამსუნსფორის“ წინააღმდეგ გამართა. თამაში „სამსუნსფორის“ გამარჯვებით დასრულდა - 2:0. შეხვედრის საწყისი წუთები თანაბარ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა თურქული გუნდის ერთ-ერთ შეტევას შორეული, ზუსტი დატყმა მოჰყვა და ანგარიში ასე გაიხსნა. გოლის გაშვების შემდეგ, რუსთაველებს ორჯერ მიეცათ გათანაბრების შანსი. გელა სანაის შეგირდებს არ გაუმართლათ. ტაიმი 1-0 დასრულდა. მეორე ნახევარში თურქმა ფეხბურთელებმა ერთხელაც გაიტანეს და საბოლოოდ, 2:0.

"მეტალურგმა" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ბედიაშვილი, სუხიაშვილი, მახვილაძე (75 მაისაშვილი), გავაშელიშვილი (46 კაკუბავა), ჯაფარიძე (46 ორბელაძე), რაზმაძე (46 ქავთარაძე), გურეშიძე (60 დობროვოლსკი), გეწაძე (46 საჯაია), კირკიტაძე (75 ხაბელაშვილმა), კორღალიძე (75 ვასაძე), ფიფია (60 სიხარულიძე).

შეხვედრაში ვერ ითამაშა რუსთაველთა ახალწვეულმა გიორგი ბერიაშვილმა. მას მცირე ტრავმა აწუხებს და გელა სანაიამ დასვენების საშუალება მისცა.

„მეტალურგი“ მეორე ამხანაგურ მატჩს 23 ივლისს “ორდუსფორის“ წინააღმდეგ გამართავს.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116414