თურქეთში შეკრებაზე მყოფმა რუსთავის “მეტალურგმა” მეორე ამხანაგური მატჩი თურქმენეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებთან ჩაატარა და 0:2 დამარცხდა.
“მეტალურგის” პრესსამსახურის ინფორმაციით მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა:
პირველი ტაიმი: სეფიაშვილი, სეთურიძე, ვ. კილასონია, საჯაია, მახვილაძე, დობროვოლსკი, კაკაშვილი, ქავთარაძე, მიქაბერიძე, ჩირგაძე, ჩიმაკაძე.
მეორე ტაიმი: ბედიაშვილი, ექვთიმიშვილი, კაკულია, ცნობილაძე, გოგინაშვილი, ხაბელაშვილი, გ. კილასონია, ლომაია, სეთურიძე, ტვილდიანი, ოქროპირიძე.
რუსთაველებმა ორივე გოლი მატჩის ბოლო სამ წუთში გაუშვეს. მორიგ საკონტროლო თამაშს “მეტალურგი” 9 თებერვალს რუმინეთის “ტირგუ მურეშთან” ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუ ახალბედები გამოცადა ეგ არაფერი
კარგი რა ჩვენების წაგება აღარავის უკვირს სულ ერთია ვის ვეთამაშებით
ბოლო 20 წუთში მთლიანი გუნდი შეცვალა და მაშინ გავუშვით გოლები
ტშემთხვევით წავაგეთ არ ვიმსახურებდით!!!
წააგებდნენ აბა რას იზამდნენ
ყველა გვიგებს უკვე ((((