ფეხბურთი

12:41 | 15.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგმა” ნოვოკუზნეცკელებს აჯობა

თურქეთიდან გამომგზავრებამდე, რუსთავის “მეტალურგმა” ბოლო საკონტროლო თამაში რუსეთის პირველი დივიზიონის ნოვოკუზნეცკის “მეტალურგთან” ჩაატარა და 1:0 დაამარცხა.

საფეხბურთო კლუბ “მეტალურგის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, განვლილ მატჩში ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა.

ნოვოკუზნეცკელთა წინააღმდეგ, გიორგი ყიფიანის გუნდმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზა:

ალავიძე (ბათიაშვილი, 46), საჯაია (ჯაფარიძე, 46), მახვილაძე (გავაშელიშვილი, 68), ინწკირველი (ცნობილაძე, 75), სუხიაშვილი, რაზმაძე, ქავთარაძე (განუგრავა, 68), გეწაძე (ოთარაშვილი, 82), ხაბელაშვილი (ფიფია, 57), სიხარულიძე, ახალკაცი (ლობჟანიძე, 72)

“მეტალურგი” საქართველოში 15 თებერვალს დაბრუნდება.


0.129582