ფეხბურთი

16:02 | 4.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგმა” და “დილამ” ერთმანეთს ვერ გაუტანეს

 

ოთხშაბათ-ხუთშაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩები უნდა გამართულიყო, თუმცა დასავლეთში უცებ მოსულმა უხვმა თოვლმა თავისი “წვლილი” შეიტანა განრიგში. სამი თამაში: “დინამო” – გურია”, “სიონი” – “ზუგდიდი” და “მერანი” – ვიტ ჯორჯია” გადაიდო. ოთხშაბათს მხოლოდ 2 შეხვედრა იმართება. რუსთავში “მეტალურგმა” გორის “დილას” უმასპინძლა და უგოლოდ დასცილდა. მოგვიანებით კი “ზესტაფონი” “ჩიხურას”დაუხვდება.

მეტალურგი (რუსთავი) – დილა (გორი) 0:0

 

ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე)

4 დეკემბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

დისკვალიფიცირებული: ლევან შარიქაძე (“ზესტაფონი”)

მსაჯები: თ. გვანცელაძე, ზ. ფიფია, ზ. ერქვანია, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:1

 

სიონი (ბოლნისი) – ზუგდიდი - გადაიდო

5 დეკემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 14:00

მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ს. სპიცინი, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:2

 

მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) - გადაიდო

5 დეკემბერი. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 14:00

მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი, ლ. თოდრია, კ. ტეფნაძე, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:3

 

დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) - გადაიდო

5 დეკემბერი. თბილისი. “დინამო არენა.” 17:00

დისკვალიფიცირებულები: დორინ გოგა (“დინამო”); კობა შალამბერიძე (“გურია”)

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ბერულავა, ლ. სილაგავა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:2

 

ტორპედო (ქუთაისი) – სპარტაკი (ცხინვალი)

5 დეკემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებულები: მათე ცინცაძე (“ტორპედო”); ლაშა ჩაფიძე (“სპარტაკი”)

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, დ. ჩიგოგიძე, დ. კვეტენაძე, დ. სანოძე (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:0

 

1      დინამო (თბ)  14      10      3      1      34:11      33     
2 ჩიხურა                                              14           9           2          3          31:20         29          
3 გურია              14 8 0 6 16:18 24
4 დილა                15 6 5 4 20:14 23
5 მეტალურგი     15 6 5 4 20:19 23
6 ზესტაფონი      14 6 3 5 16:11 21
7 ტორპედო        14 5 4 5 17:15 19
8 სიონი               14 5 4 5 18:18 19
9 ვიტ ჯორჯია  14 4 3 7 17:22 15
10 მერანი              14 4 1 9 13:28 13
11 სპარტაკი        14 3 1 10 11:23 10
12 ზუგდიდი         14 1 5 8 5:19 8

 

მეგოლეები:

11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)

9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)

8 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - ჩისკო (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

4 – ჯაბა დვალი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”)  

3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი, გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

 

  შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114012