როგორც იცით, რუსთავის "მეტალურგში" ხელმძღვანელობა შეიცვალა. კლუბის სათავეში ის პიროვნებები მოვიდნენ, რომლებმაც თავის დროზე "ოლიმპი" დააარსეს. იყო ვარაუდი, რომ მწვრთნელად გელა გომელაური ("ვიტ ჯორჯიას" მწვრთნელი 2010/2011 წლებში) დაინიშნებოდა, თუმცა ვარლამ კილასონია გუნდის მთავარ მწვრთნელად რჩება.
გომელაური და ნიკოლოზ დოლიძე კლუბის სათავეში იქნებიან, თუმცა ჯერ დასალაგებელია სიტუაცია და ვინ რა თანამდებობაზე იქნება, გასარკვევია.
ეს ინფორმაცია "მეტალურგის" პრესატაშე თამარ დაჩიბერაძემ მიაწოდა "მსოფლიო სპორტს". მოკლედ, გუნდი ემზადება და კილასონიაც აგრძელებს მუშაობას. "მეტალურგმა" საკონტროლო მატჩიც გამართა და პირველლიგელ სტუ-ს 4:1 მოუგო.
"მეტალურგის" შემადგენლობა I ტაიმში: ტყეშელაშვილი, ლომაია, ნარიმანიძე, კონსტანტინე ხიზანეიშვილი, თათხაშვილი, გიგაური, ზვიადაძე, სტეფნიაშვილი, ტორონჯაძე, ბეროშვილი, გაბაშვილი.
II ტაიმში: ბედიაშვილი, დავით საჯაია, ცნობილაძე, კაკაშვილი, კონსტანტინე ხიზანეიშვილი, ექვთიმიშვილი, ვარლამ კილასონია, შალამბერიძე, ვასაძე, ქავთარაძე, სიხარულიძე.
გოლები გაიტანეს: ტორონჯაძემ, ვარლამ კილასონიამ (2), სიხარულიძემ.
როგორც ხედავთ, გუნდში არაერთი ახალწვეულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი დარჩება. მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სტუ-სთან მატჩში გუნდს არ ჰყავდა გიორგი კილასონია და თორნიკე ქიტეიშვილი, რომლებიც 19-წლამდელებთან ერთად ვარჯიშობენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
fuckoff
ვაა კაია კაი...
თამაშზე ხო არ ყოფილხარ? როგორ ითამაშა?
სხვებზე რო თქვა ორი სიტყვით
გერბი111...ეგ არი,მართლა კაი ფეხბურთელია
ხო არ იცით ხალხო, ეგაა თუ არა?
ეს შალამბერიძე გორში რო იყო ბოლოს, ის თუა, მაგარი შენაძენია
ძალიანაც კარგი ეტყობა ჭკვიანი ხალხია და იციან ვინ გამოადგებათ!! ეხლა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა გამოვაჩინოთ!!!
იმედია გუნდი არ დაიშლება
როგორ მოხდა მეტალურგმა ახალი სეზონის წინ მწვრთნელი რომ არ გაუშვა.
კილასონიამ აუცილებლად უნდა გააგძელოს გუნდში მუშაობა და თუ აცდიან ერთი სეზონი შედეგსაც დადებს...იმედია კიდე დავიმატებთ გამოცდილ ფეხბურთელებს მაგრამ არც ესა შემადგენლობაა ცუდი შეგვიძლია სურპრიზების მოწყობა...
პ.სstripslashes((strlen('https://www.facebook.com/groups/248521721919856/')>0?' https://www.facebook.com/groups/248521721919856/':' https://www.facebook.com/groups/248521721919856/')) მეტალურგიიიიიიიიიიიი