ფეხბურთი

15:35 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგიდან” რაზმაძე და გურეშიძეც წავიდნენ

 

რუსთავის “მეტალურგი” კიდევ ორმა ფეხბურთელმა, ლუკა რაზმაძემ და გურამ გურეშიძემ დატოვა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” რუსთაველთა პრესსამსახურში აცნობეს.

რაზმაძე გორის “დილას” შეურთდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. გაურკვეველი იყო გიორგი ვასაძის საკითხიც, მაგრამ ის ჯერჯერობით "მეტალურგშია". ახალი მთავარი მწვრთნელის ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით რუსთაველები დღეში ორჯერ “ფოლადის” სტადიონზე ვარჯიშობენ. თუ კლუბის ხელმძღვანელობა მოახერხებს, არაა გამორიცხული “მეტალურგი” თურქეთში შეკრებაზე გაემგზავროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კილასონიას შეგირდები რუსთავში მოემზადებიან.

აქვე გეტყვით, რომ “მეტალურგის” ფან-კლუბისა და რუსთავის “ქომაგთა კავშირის” წევრები, ხუთშაბათს “ფოლადის” სტადიონზე შეკრიბნენ და ქალაქის საწარმოებს გუნდის ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

0.111307