ფეხბურთი

19:11 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

"მეტალურგი" თურქეთში მიდის

 

 

18 ივლისს  გამთენიისას რუსთავის  „მეტალურგი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანთალიურ შეკრებაზე თბილისი–სტამბული–ანტალიის რეისით გაემგზავრება. რუსთაველები სასტუმრო „კორუში“ დაბინავდებიან. 12-დღიანი შეკრების დროს დაგეგმილია ოთხი ამხანაგური შეხვედრის ჩატარება.   „მეტალურგი“ 20 ივლისს „სამსუნსფორს“, 23 ივლისს „ორდუსფორს, ხოლო 29 ივლისს „თავშანლის“ შეხვდება.

შესაძლოა, შედგეს მატჩი შოთა არველაძის "ქასიმფაშასთან". ეს ჯერჯერობით, ბოლომდე გადაწყვეტილი არაა. "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელის, გელა სანაიას გადაწყვეტილებით თურქეთში შემდეგი 22 ფეხბურთელი მიემგზავრება.

მეკარეები: ბედიაშვილი, შერმადინი;

მცველები: სუხიაშვილი, კაკუბავა, მაისაშვილი, მახვილაძე, გავაშელიშვილი, ჯაფარიძე, ორბელაძე;

ნახევარმცველები: რაზმაძე, ქავთარაძე, დობროვოლსკი, ვასაძე, გურეშიძე, გეწაძე, ხაბელაშვილი, კირკიტაძე, საჯაია, კორღალიძე;

თავდამსხმელები: ფიფია, ბერიაშვილი, სიხარულიძე.

 

www.fcm.ge

 


 

 

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128523