რუსთავის “მეტალურგის” ხელმძღვანელობამ, მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა “ფოლადის” სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს უმასპინძლეს და კლუბის ამბებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
თავიდან ის ვთქვათ, რომ რუსთაველებმა 12 ახალწვეული წარადგინეს. მათ თავიანთი ნომრიანი მაისურები გადაეცათ: 88 - ვარლამ კილასონია, 13 – გიორგი კილასონია, 14 – დავით ლომაია, 15 – დაჩი ცნობილაძე, 8 – კახა კაკაშვილი, 17 – მერაბ გიგაური, 27 – მამუკა ტორონჯაძე, 24 – ბესიკ ჩიმაკაძე, 10 – გიორგი მიქაბერიძე, 77 – გიორგი სეთურიძე, 99 – არჩილ ტვილდიანი, 33 – ბექა ოქროპირიძე.
შეიძლება ითქვას, “მეტალურგი” ახალი გუნდია და ვარლამ კილასონიას უახლოესი მიზანი ექვსეულში შესვლა იქნება. კილასონიამ ისაუბრა გუნდში მომხდარ ცვლილებებზე, გუნდის გაახალგაზრდავებაზე და განაცხადა, რომ მართალია, ბევრმა “მეტალურგი” ჩამოწერა, მაგრამ გუნდი უბრძოლველად არაფერს დათმობს.
ზაზა დოლიძე (“მეტალურგის” დირექტორი): “პრობლემების მიუხედავად, შევძელით და ჩიხიდან გამოვედით. ხედავთ, არცთუ ცუდი კონტიგენტი შეიკრიბა. კლუბს კვლავაც მეტალურგიული ქარხანა აფინანსებს, ეგაა, ბიუჯეტი, რომელიც 3 მილიონი ლარი იყო, მნიშვნელოვნად შემცირებულია. სასიხარულოა, რომ მხარში ამოგვიდგა მერია და საკრებულო. ისინი ჩვენს 5 სხვადასხვა ასაკობრივ გუნდს დააფინანსებენ. როგორც ხედავთ, “მეტალურგის” ფანებიც არიან მოსულნი და მადლობას ვუხდით მათ თანადგომისთვის. მოკლედ, ის პრობლემები, რაც წლის დასაწყისში წარმოიქმნა, წარსულს ჩაბარდა”.
“მეტალურგი” კვირას გამთენიისას გაემგზავრება თურეთში, სადაც ლარას სასტუმრო “გრანდ პარკ ჰოტელში” დაბინავდება და შეკრებაზე 4 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: 4 თებერვალს რუსეთის პირველდივიზიონელ “გაზოვიკთან”, 6-ში თურქმენეთის ნაკრებთან, 9-ში რუმინეთის პირველლიგელ “ტირგუ მურეშთან”, ხოლო 12 თებერვალს გასამართ შეხვედრაში სპარინგ-მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს რაიციან რა, ყოველ წელს შუა სეზონში ახალ გუნდს ქმნიან ახალი იმედებით
)))))))))
ესე არაფერი არ ეშველება ქართულ ფეხბურთს!
მემგონი უკეთესს გუნდს მივიღებთ ვიდრე აქამდე იყო მიყვარს ახალგაზრდული გუნდები!!!
ვა ლომა მეტალურგში გადასულა. კაია კაია წარმატებები
თუ არ გავარდა მეტალურგი კაია
ყურების ჩამოყრის დრო არ არის ნორმალური შემადგენლობაა და უნდა გავიბძოლოთ თასზე და ექვსეულისთვისაც.
პ.სstripslashes((strlen('https://www.facebook.com/groups/248521721919856/')>0?' https://www.facebook.com/groups/248521721919856/':' https://www.facebook.com/groups/248521721919856/'))
სათაური ალბათ ასეთი უნდა იყოს "პრობლემები მოგვარდა 6 თვით" ...მერე???
გიგაურ გაჩერებულიყავი სეზონის ბოლომდე გუნდში რა იქნებოდა
ცნობილაძე 15 ნომერი ყოფილა
პეს 2014 გადმოსაწერი ლინკი მომეცით რა ; ))
ragbshi ra xdeba xoaricit?
რაგბში ვიგებთ 25-0
14 – დავით ლომაია, 14 – დაჩი ცნობილაძე
2 კაცს 1 ნომერი, როგორ აქვთ?
15-დაჩი ცნობილაძე.
ტყუპები არიან
საგოლ კახა წარმატებები