სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:26 | 23.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგი” მომდევნო ამხანაგურს “დენიზლისფორთან” ჩაატარებს

თურქეთში შეკრებაზე მყოფი რუსთავის “მეტალურგი” მომდევნო ამხანაგურ მატჩს 24 ივლისს, “ორდუსფორის” ნაცვლად, “დენიზლისფორსთან” გამართავს.

26 ივლისს, “მეტალურგი” “თავშანლის” დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში – “ბუიუქშეჰირს”.

გელა სანაის გუნდი “ფენერბაჰჩეს” საწვრთნელ ბაზაზე დღეში ორჯერ ვარჯიშობს. მცირე ტრავმები აწუხებთ და სრული დატვირთვით ვერ ემზადებიან გიორგი ბერიაშვილი, სერგი ორბელაძე და ირაკლი სიხარულიძე.

შეკრება დატოვა და თბილისში დაბრუნდა გოგი ფიფია, რომელსაც მამა გარდაეცვალა.

ფოტო fcm.ge


სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.111352
სარეკლამო ადგილი - 99
X x X