ფეხბურთი

20:43 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალისტის” სასჯელი ძალაში დარჩა

შვეიცარიის სასამართლოს მიერ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით საქმის წარმოების შეჩერება ხარკოვის “მეტალისტს” ევროტურნირებზე დაბრუნებაში ვერ დაეხმარა – UEFA-ს დღევანდელი გადაწყვეტილებით, უკრაინული კლუბის დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიის სასამართლომ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეაჩერა. სწორედ ამ საქმის გამო ჰქონდა “მეტალისტს” UEFA-სგან დისკვალიფიკაცია მიღებული.

დღესვე, ცნობილი გახდა, რომ საარბიტრაჟო სასამართლომ “მეტალისტის” საჩივარი არ დააკმაყოფილება და UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მას შემდეგ, რაც ორივე ეს ინფორმაცია ცნობილი იყო, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების წყალობით, სასჯელის ძალაში დატოვებას გვამცნობს. აღნიშნულ განცხადებაში, ლოზანის სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არაფერია ნახსენები.

თეგებიმეტალისტი
0.107664