"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდი მეტა ვორლდ ფისი ნავარაუდევ ვადაზე ადრე გამოჯანმრთელდა და კალათბურთელის განცხადებით, სამშაბათს "ნიუ ორლეანთან" თამაშს შეძლებს, - იტყობინება LA Daily News.
შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს 33 წლის კალათბურთელმა მარცხენა მუხლის მენისკის დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ოპერაცია წარმატებით გაუკეთდა. თავდაპირველი ვარაუდით, მეტას მინიმუმ 6 კვირის განმავლობაში მოუწევდა უქმად ყოფნა.
ბოლო დღეების განმავლობაში ვორლდ ფისი მხოლოდ დარბოდა და სროლაში ვარჯიშობდა. "ლეიკერსის" სამწვრთნელო შტაბი ჯერჯერობით არ აპირებს გარისკვას, მხოლოდ განმეორებითი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დაანონსდება კალათბურთელის დაბრუნების თარიღი.