ფეხბურთი

20:19 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესისთვის ტიტულები ბომბარდირობაზე მნიშვნელოვანია

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი, ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ბომბარდირის რაულის მიღწევის გაუმჯობესებას უმიზნებს. Uეფა.ცომ-თან საუბრისას არგენტინელი აღნიშნავს, რომ ბომბარდირობა კარგია, თუმცა მისთვის, ტიტულები უმთავრეს მიზნად რჩება. მესიმ ჩემპიონთა ლიგის მატჩში "აიაქსთან" ჰეთ თრიკი შეასრულა და ჯამში, ჩემპიონთა ლიგაზე 62 გოლი მოუგროვდა. "რეალის” ლეგენდას კი 71 გოლი აქვს გატანილი.

"რაულის მიღწევის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება, თუმცაღა, მე და ჩემ თანაგუნდელებს, უფრო მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს და გვინდა, რაც შეიძლება ბევრი ტიული მოვიგოთ. ჩემი ჰეთ თრიკით ნასიამოვნები ვარ და ჩემს მიერ გატანილი გოლები პირდაპირ კავშირშია ჩემი გუნდის კარგ თამაშთან. შეიძლება, ამ სეზონში გატანილი გოლების რიცხვი გავზარდო, თუმცა, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია".

გიორგი ბალახაძე

0.115987