კატალონიის “ბარსელონას” ტრავმირებულ ფორვარდ ლიონელ მესის მორიგი სამედიცინო გამოკვლევა პარასკევს ჩაუტარდება და გაირკვევა, შეძლებს თუ არა აღდგენითი პროცესის მესამე ეტაპის დაწყებას. ამის შესახებ “ბლაუგრანას” ოფიციალური საიტი იუწყება.
“სამშაბათს, სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა ჩვენს ექიმ რიკარდ პრუნთან ერთად არგენტინაში გაფრინდა, რათა მესის მდგომარეობა ახლოდან ენახა. თავდაპირველად, ლიონელი არგენტინელ სპეციალისტებთან გადიოდა აღდგენით პროცესს, შემდეგ კი, სამედიცინო შტაბს ჩვენი წარმომადგენელიც შეუერთდა. ყველაფერი გეგმის მიხედვითაა”, - ნათქვამია “ბარსელონას” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მესი 10 ნოემბრის შემდეგ, უქმადაა.