კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდ ლიონელ მესის დასკვნითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შემდეგაც ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო. ამის შესახებ კატალონიური მედიასაშუალებები იუწყებიან.
26 წლის არგენტინელი ბარძაყის ტრავმისგან სრულად განიკურნა, ახლა კი, ფიზიკური ფორმის აღდგენაზე მუშაობას იწყებს. მესი კატალონიის დედაქალაქში 2 იანვარს დაბრუნება და წვრთნას შეუდგება.
სავარაუდოდ, “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი არგენტინელს რამდენიმე დღეს კიდევ მისცემს და 12 იანვარს, მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ათამაშებს.