ფეხბურთი

17:43 | 23.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესის გადასახადების დამალვა 32.9 მილიონ ევროდ დაუჯდა

 

“ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერს, ლიონელ მესის, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ესპანეთის საგადასახადო ორგანოებისთვის დაახლოებით 3 ათეული მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

2013 წელს ცნობილი გახდა, რომ მესი, 2007-2009 წლებში, გადასახადებს მალავდა. საგადახდო დავალიანებამ 4.1 მილიონი შეადგინა, ამას პროცენტები დაემატა და გასული წლის აგვისტოში არგენტინელმა 5.2 მილიონი ევრო გადაიხადა. თუმცა, საქმე ამით არ დახურულა. მესიმ ბიუჯეტში დამატებით 2.7 მილიონი უნდა შეიტანოს, ხოლო 2010-2012 წლებში არსებული დარღვევების გამო, მას კიდევ 25 მილიონის გადახდა მოუწევს. ეს თანხა მან 2018 წლამდე, ეტაპობრივად უნდა გადაიხადოს.

აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ სასამართლომ გადასახადების დამალვაში მესის ბრალეულობა ვერ დაამტკიცა და სწორედ ამის გამო, არგენტინელს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. გავრცელებული ინფორმაციით, გადასახადების დამალვაში მესის მამა შვილისგან დამოუკიდებლად მონაწილეობდა.

0.117746