ესპანური გამოცემების, El Periodico-სა და Cadena Ser-ის ცნობით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, ლიონელ მესის პრობლემები აქვს. ესპანეთის ხელისუფლება არგენტინელს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს.
ბრალდების თანახმად, 2007-09 წლებში, ლიონელ მესიმ რეკლამებიდან შემოსული თანხიდან სახელმწიფოს კუთვნილი წილი არ გადაუხადა. გადასახადების დამალვის ორგანიზატორი მესის მამა იყო, რომელიც ფიქტიური ორგანიზაციის სახელით, შემოსავლებს ოფშორულ ზონაში რიცხავდა.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, თუ მესის ბრალდება დაუმტკიცდა, მას დაახლოებით 4 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.