ფეხბურთი

18:03 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესის ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს

 

“ბარსელონას” თავდამსხმელს ლიონელ მესის, გადასახადებისგან თავის არიდების თაობაზე ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. ამის შესახებ, ესპანური პრესა იუწყება.

ლიონელი, მამასთან ხორხე ორასიო მესისთან ერთად სასამართლოში 17 სექტემბერს უნდა გამოცხადნენ. პროკურატურა ვარაუდობს, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა და მისმა მამამ, 2007, 2008 და 2009 წლებში, საგადასახადო ორგანოებს 4,1 მილიონ ევრო დაუმალეს. ისინი, მესის გამოსახულების გამოყენების უფლებას ყიდდნენ ფირმებში, რომლებიც ბელიზში და ურუგვაიში იყო დარეგისტრირებული.


თეგებიმესი
0.112835