ფეხბურთი

14:17 | 16.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესის ახალი რეკორდი

 

კატალონიური “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, ესპანეთის პრიმერადივიზიონის 24-ე ტურის მატჩში “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ (6:0), დუბლი შეასრულა და კლუბის მაისურით ყველა ტურნირში ერთად გატანილ გოლთა რაოდენობა 337-მდე გაზარდა.

ამრიგად, 26 წლის არგენტინელმა “ბილბაოს” ყოფილ ფორვარდ ტელმო სარას (335 გოლი) ერთი ესპანური კლუბის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით აჯობა და ესპანეთის რეკორდსმენი გახდა. მესის ანგარიშზე 228 გოლია პრიმერა დივიზიონში, 65 - ჩემპიონთა ლიგაზე, 29 ქვეყნის თასზე, 10 ესპანეთის სუპერ თასზე, 4 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და ერთიც უეფას სუპერთასზე.

ამასთან, შესრულებული დუბლის შედეგად, 2014 წლის 1 იანვრიდან მესის მიერ გატანილი გოლების რაოდენობამ 10 შეადგინა და ის ევროპის ხუთი წამყვანი ჩემპიონატის სნაიპერთა დავაში დაწინაურდა. მას ერთი გოლით ჩამორჩებიან ალექსის სანჩესი (“ბარსელონა”), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ) და ალვარო ნეგრედო (“მანჩესტერ სიტი”). 8 გოლით მეხუთე ადგილზეა “ლივერპულის” ფორვარდი დანიელ სტარიჯი.

ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით პირველ და პრიმერა დივიზიონის ისტორიაში სნაიპერთა დავაში მესამე ადგილზე გადასვლას “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო გამოეხმაურა:

“მესის მცირედი აკლია იმისათვის, რომ ასი პროცენტით იყოს მზად. თუ თავად მოისურვებს, ის აბსოლიტურად ყველა რეკორდს დაამხობს. ლეო ჯერ მხოლოდ 26 წლისაა და იმდენ საკუთარ თუ სხვის მიღწევას გააუმჯობესებს, რომ სათვალავი აერევა. “ბარსელონაში” და არგენტინის ნაკრებში მას აღმერთებენ”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089883