კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდ ლიონელ მესის დეტალური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ შესაძლოა, არგენტინელს უახლოესი 2 მატჩის გამოტოვება მოუწიოს. ამის შესახებ Goal-ი იუწყება.
მოგეხსენებათ, 26 წლის ფეხბურთელს ბარძაყთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და სამწვრთნელო შტაბი მის დატვირთვებს ერიდება. კატალონიელები შიშობენ, რომ შესაძლოა, მესის ტრავმამ ქრონიკული სახე მიიღოს.
ამგვარად, დიდია ალბათობა იმისა, რომ მესიმ “მალაგასთან” და მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩები გამოტოვოს.