ფეხბურთი

10:56 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ ვარჯიში დაიწყო

 

კატალონური “ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი, მარცხენა ბარძაყის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს სამშობლოში გადის.

26 წლის ფეხბურთელმა დაზიანება “ბეტისთან” მატჩში მიიღო და “ოქროს ბურთის” ოთხგზის მფლობელი მოედანს ორი თვით ჩამოშორდა, რის გამოც სამშობლოში გამგზავრება და მკურნალობის არგენტინაში გაგრძელება გადაწყვიტა.

Marca-ს ცნობით, მესის გამოჯანმრთელების პროცესი წინასწარი გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. გუშინ მან ტრავმის შემდეგ პირველად ივარჯიშა, ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში. რაღა თქმა უნდა ვარჯიშის პროცესს თვალს ადევნებდა ფიზიოთერაპევტი, რომელიც არგენტინის ნაკრების მოთამაშეს ესპანეთიდან გაჰყვა. ამ ეტაპზე უმთავრესი ამოცანა დაზიანებული კუნთების გამაგრებაა.

მიმდინარე კვირის განმავლობაში მესის სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გადაფასდეს და მკურნალობის კურსი შეირჩეს.

 

0.125135