ფეხბურთი

20:22 | 18.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო

კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა. “ბლაუგრანას” ოფიციალური საიტის ცნობით, არგენტინელ შემტევს ტკივილი აღარ აწუხებს.

გუნდთან ერთად ივარჯიშა ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმაც, რომელმაც ოთხშაბათის ვარჯიში საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ტრავმა ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩში (2:2) მიიღო. დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ არგენტინელი მიუნხენის “ბაიერნთან” ნახევარფინალური მატჩისთვის მზად იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 1 მაისს, “ალიანს არენაზე” ჩატარდება.

 

0.132735