კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესიმ კლუბის ხელმძღვანელობას თავისი თანამემამულისა და დიდი მეგობრის – სერხიო აგუეროს შეძენა სთხოვა. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.
მესი და აგუერო არგენტინის ეროვნულ ნაკრებში კარგად უგებენ ერთმანეთს და არაა გამორიცხული, ეს დუეტი საკლუბო ასპარეზზეც ვიხილოთ. რამდენადაც ცნობილია, თავად “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნების წინააღმდეგი არაა.
აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ნეიმარის შეძენამდე, “ბარსელონამ” “სიტის” აგუეროს თაობაზე მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.