“ბარსელონამ” და ლიონელ მესიმ ახალი კონტრაქტი გააფორმეს. ამ ინფორმაციას კატალონიელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინათ ცნობილი გახდა, რომ “ბარსა” და მისი ლიდერი ახალი ხელშეკრულების დეტალებზე შეთანხმდნენ. ივარაუდებოდა, რომ კონტრაქტზე ხელმოწერების დასმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე მოხდებოდა და ეს მოლოდინი გამართლდა – მხარეებმა კონტრაქტი დღეს გააფორმეს.
მესის კონტრაქტში მხოლოდ ხელფასი შეიცვალა – მისი წლიური ანაზღაურება 20 მილიონი ევრო იქნება, რაც არგენტინელს მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს. კონტარქის მოქმედების ვადა უცვლელი დარჩა – მესი და “ბარსელონა” ერთმანეთთან 2018 წლამდე არიან დაკავშირებულნი.