ფეხბურთი

19:06 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ ბურთით ვარჯიში განაახლა

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი ბურთით ვარჯიშს შეუდგა.

AFA en Ezeiza-ს ინფორმაციით, მესიმ მუხლის მყესის ტრავმა პრაქტიკულად მოირჩინა და ბურთით წვრთნაც განაახლა. ამჟამად, ის ბუენოს-აირესშია, სადაც რეაბილიტაციის კურსს გადის.

უახლოეს ხანში “ბარსელონას” ექიმი არგენტინაში ჩავა, რათა არგენტინელის მდგომარეობა პირადად შეამოწმოს.

 

0.120184