უახლოეს დღეებში, ლიონელ მესი კატალონიის "ბარსელონასთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს. როგორც უკვე ცნობილია, არგენტინელის წლიური ანაზღაურება 20 მილიონი ევრო იქნება და ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
ლიონელ მესი ახალი კონტრაქტით კრიშტიანუ რონალდუსაც გაუსწრებს, რომელიც წელიწადში 18 მილიონს იღებს. მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეული, რომელიც გამოცემა “მარკამ” გამოაქვეყნა, ასე გამოიყურება:
ლიონელ მესი _ "ბარსელონა", 20 მილიონი ევრო.
კრიშტიანუ რონალდუ _ მადრიდის "რეალი", 18 მილიონი ევრო.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი _ პსჟ, 14.67 მილიონი ევრო.
რადამელ ფალკაო _ "მონაკო", 14.15 მილიონი ევრო.
ტიაგო სილვა _ პსჟ, 12.15 მილიონი ევრო.
გარეტ ბეილი _ მადრიდის "რეალი", 9.46 მილიონი ევრო.
ჩავი ერნანდესი _ "ბარსელონა", 8.07 მილიონი ევრო.
ანდრეს ინიესტა _ "ბარსელონა", 8.07 მილიონი ევრო.
უეინ რუნი _ “მანჩესტერ იუნაიტედი”, 7.7 მილიონი ევრო.
დიდიე დროგბა _ "გალათასარაი", 7.5 მილიონი ევრო.
გიორგი ბალახაძე