არგენტინის ეროვნული გუნდის ლიდერი ლიონელ მესი აცხადებს, რომ მშობლიური ნაკრების გარდა მას არცერთ სხვა ნაკრებში თამაშზე არ უფიქრია.
“ყველა კომენტარი მახსოვს: რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში არ მინდოდა, ჰიმნს არ ვმღეროდი, არ ვიცოდი რას ნიშნავდა ნაკრების მაისურის ტარება. ეს ყველაფერი, ჩემთვის, მტკინვეული იყო. თავს უსამართლოდ მესხმოდნენ.
არგენტინა ჩემი სამშობლო და ჩემი ოჯახია. ყველა ჩემს რეკორდს არგენტინელი ხალხის ბედნიერებაში გავცვლიდი.
ესპანეთის ნაკრებში თამაშთან დაკავშირებით არაოფიციალური კონტაქტები იყო, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ მშობლიურ ნაკრებში თამაში მინდოდა, რადგან არგენტინა მიყვარს.” – ციტირებს მესის სიტყვებს Marca.