ფეხბურთი

18:50 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესი წელიწადში 41 მილიონ ევროს გამოიმუშავებს

მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესია.

ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, მან განვლილი კალენდარული წლის განმავლობაში 41 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ხელფასი, პრემიალური თანხა და სარეკლამო შემოსავალი. მეორე პოზიციაზე მადრიდის “რეალის” შემტევი კრიშტიანუ რონალდუა (39,5 მილიონი), ხოლო მესამეზე – “ბარსელონას” თავდამსხმელი ნეიმარი (29 მილიონი).

კალენდარული წლის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:

1. მესი (“ბარსელონა”) – 41 მილიონი ევრო. ხელფასი: 12,5 მილიონი, პრემიალური: 2,5 მილიონი, სარეკლამო შემოსავალი: 26 მილიონი.

2. კრიშტიანუ რონალდუ – 39,5 მილიონი. ხელფასი: 17 მილიონი, პრემიალური: 0,5 მილიონი, სარეკლამო შემოსავალი: 22 მილიონი.

3. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 29 მილიონი. ხელფასი: 14,5 მილიონი, პრემიალური: 0,5 მილიონი, სარეკლამო შემოსავალი: 14 მილიონი.

4. უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 24 მილიონი. ხელფასი: 18,9მილიონი, პრემიალური: 0,5 მილიონი, სარეკლამო შემოსავალი: 4.6 მილიონი.

5. ზლატან იბარჰიმოვიჩი (პსჟ) – 23,5 მილიონი. ხელფასი: 18 მილიონი, პრემიალური: 1,5 მილიონი, სარეკლამო შემოსავალი: 4 მილიონი.

6. რადამელ ფალკაო (“მონაკო”) – 21,2 მილიონი. ხელფასი: 14 მილიონი, პრემიალური: 0,2 მილიონი, სარეკლამო შემოსავალი: 7 მილიონი.

7. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 19,7 მილიონი. ხელფასი: 125 მილიონი, პრემიალური: 0,7 მილიონი, სარეკლამო შემოსავალი: 6,5 მილიონი.

8. ტიაგო სილვა (პსჟ) – 17 მილიონი. ხელფასი: 15 მილიონი, პრემიალური: 0,5 მილიონი, სარეკლამო შემოსავალი: 1,5 მილიონი.

9. ედენ აზარი (“ჩელსი”) – 16,8 მილიონი. ხელფასი: 11,5 მილიონი, პრემიალური: 0,3 მილიონი, სარეკლამო შემოსავალი: 5 მილიონი.

10. ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”) – 16,5 მილიონი. ხელფასი: 14 მილიონი, პრემიალური: 1 მილიონი, სარეკლამო შემოსავალი: 1,5 მილიონი.

0.11525