„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ესპანელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოiგებს, ამ მიღწევას „ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის ტიტო ვილანოვას ხსოვნას მიუძღვნის. არგენტინელმა ვარსკვლავმა იქვე დასძინა, რომ მისი ყველა თანაგუნდელი ანალოგიურად ფიქრობს.
„ჩვენ ოქროს მედლების მოგებას ვგეგმავთ და გვინდა წარმატებული სეზონით ტიტო ვილანოვას მივაგოთ პატივი. ის „ბარსელონას“ საუკეთესო ქომაგი იყო“ - განაცხადა ლიონელ მესიმ.