კატალონიის „ბარსელონას“ არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი „რაიო ვალიეკანოსთან“ მატჩში დუბლით გამოირჩა და პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში 42 გოლს მოუყარა თავი. ამასთან, კატალონიელთა „ათიანმა“ პრიმერას ზედიზედ მე–18 მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა და რეკორდი გააუმჯობესა.
მესისთან ერთად, საუკეთესო იყო დავიდ ვილია, რომელმაც გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. მატჩში ანგარიშიც სწორედ ასტურიელმა მეგოლემ გახსნა – მესის პასის შემდეგ, ვილია ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და ძლიერი დარტყმით, ბურთს ადგილი კარის ბადეში მიუჩინა.
ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ვილიამ მესის ხურდა დაუბრუნა, არგენტინელმა კი, ერთი შეხებით ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.
ცხადი იყო, რომ კატალონიელები ქულასაც კი არ დათმობდნენ და საქმეს გამარჯვებამდე იოლად მიიყვანდნენ. 57–ე წუთზე, მესიმ „რაიო“ კიდევ ერთხელ დაამწუხრა და ანგარიში 3:0 გახადა. მოგვიანებით, პიტის პასის შემდეგ, კატალონიელთათვის კარგად ნაცნობმა რაულ ტამუდომ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ ეს სტუმართათვის ბევრი ვერაფერი შვება იყო – 3:1.
დიეგო სიმეონეს დამოძღვრილი მადრიდის „ატლეტიკო“ „ოსასუნას“ ესტუმრა და შინ გამარჯვებული დაბრუნდა. 3 ქულის მოპოვებაში, ლომის წვლილი შეიტანა დიეგო კოსტამ, რომელმაც 2–ჯერ აიღო მასპინძელთა კარი და ტაბლოზე 0:2 დააფიქსირა.
35–ე წუთზე, მადრიდელთა სწრაფი იერიში გოლით დააგვირგვინა კოსტამ და თავისი გუნდი შესვენებაზე უპირატესობით გაიყვანა. მეორე ტაიმის დებიუტში, ფორვარდი საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს გამოეხმაურა და „ატლეტიკოს“ 3 ქულა გაუნაღდა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4–ფინალში გასულმა „მალაგამ“ „ესპანიოლი“ მიიღო და 3 ქულაც „გაატანა“. როგორც ჩანს, მანუელ პელეგრინის გუნდი „პორტუსთან“ მატჩმა გადაღალა, რაც დღევანდელ შეხვედრაზე მნიშვნელოვნად აისახა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, დიეგო კოლოტომ და სერხიო გარსიამ თითოჯერ დაამწუხრეს ანდალუსიელები – 0:2.
„სევილიამ“ საკუთარ კედლებში „სარაგოსა“ მიიღო და 4:0 გაანადგურა. სტუმრებმა უკანასკნელი 60–65 წუთი 10–კაციანი შემადგენლობით ჩაატარეს და ანდალუსიელებს 3 ქულის მოპოვება არ გასჭირვებიათ.
მასპინძლები შეტევაში ჩართულმა კოკემ დააწინაურა, რომელიც საჯარიმოში შექმნილ არეულობაში ყველაზე უკეთ გაერკვა და შედეგიანაც დაჰკრა. მეორე ტაიმში, სევილიელთა მცველმა დუბლი გაიფორმა და თავისი გუნდის უპირატესობა სოლიდური გახადა.
63–ე წუთზე, ხესუს ნავასის ეფექტური პასის შემდეგ, ხოსე ანტონიო რეიესმა გამოიჩინა თავი და ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა. მატჩში წერტილი ალვარო ნეგრედომ დასვა და სევილიამ ოთხბურთიანი უპირატესობა იკმარა.
მალაგა. „ლა როსალიედა“. 27000
მალაგა – ესპანიოლი 0:2 (0:0)
მალაგა: კაბალიერო, ლუგანო, ველიგტონი, ანტუნეში, ხამესი, ტულალანი (სავიოლა 68), კამაჩო, ისკო, პიასონი (დუდა 61), სანტა კრუსი, ფერნანდესი (ხოაკინი 61).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, კაპდევილია, მატიონი, ფორლინი (როდრიგესი 76), ვერდუ (ბაენა 76), სანჩესი, ვაკასო (ალვარესი 87), გარსია, სტუანი.
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
გოლები: 0:1 კოლოტო (49), 0:2 გარსია (66)
გაფრთხილებები: დუდა (75), კამაჩო (86) – ვაკასო (43), ფორლინი (55), ვერდუ (60)
კარში დარტყმა: 11 (3) – 8 (5) ჯარიმა: 9 - 18 კუთხური: 4 - 5 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 69% - 31% სეივი: 3 – 3
სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“. 30000
სევილია – სარაგოსა 4:0 (1:0)
სევილია: პალოპი, ნავარო, ფასიო, კოკე, მორენო (კალა 57), რეიესი, ნავასი, რაკიტიჩი, მედელი (მადურო 67), კონდოგბია (მანუ 77), ნეგრედო.
მწვრთნელი: უნაი ემერი
სარაგოსა: ფრანკო, საპუნარუ, ლოვენსი, მინერო, გონსალესი, პინტერი, ბაბოვიჩი, მონტანიესი (როდრი 75), ხოსე მარი, პოშტიგა (ბენვენიუ 58), როდრიგესი (როჩინა 57).
მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი
გოლები: 1:0 კოკე (28), 2:0 კოკე (52), 3:0 რეიესი (63), 4:0 ნეგრედო (68)
გაფრთხილებები: მორენო (21), ნავასი (47) – ბაბოვიჩი (14), საპუნარუ (27), ლოვენსი (34)
გაძევება: ბაბოვიჩი (31)
კარში დარტყმა: 14 (6) – 5 (2) ჯარიმა: 15 - 15 კუთხური: 7 - 2 თამაშგარე: 6 - 1 ბურთის ფლობა: 69% - 31% სეივი: 2 – 2
პამპლონა. „ელ სადარი“. 20000
ოსასუნა – ატლეტიკო 0:2 (0:1)
ოსასუნა: ფერნანდესი, დამია (ლიორენტე 80), ფლანიო, ლოლო, ბერტრანი, არიბასი, სანხურხო, შოჯაეი, პუნიალი (სეხუდო 73), დე ლას კუევასი (ნინო 61), არმენტეროსი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ლუისი, დიასი, ხუანფრანი, გაბი, სუარესი, თურანი (როდრიგესი 86), კოკე, ფალკაო, კოსტა (ადრიანი 74).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 0:1 კოსტა (35), 0:2 კოსტა (48)
გაფრთხილებები: დამია (38) – ხუანფრანი (7), კოსტა (47), კოკე (57), გაბი (90)
კარში დარტყმა: 14 (6) – 10 (7) ჯარიმა: 7 - 21 კუთხური: 8 - 7 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 5 – 6
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 68000
ბარსელონა – რაიო 3:1 (2:0)
ბარსელონა: პინტო, ადრიანო (ალვესი 23), პიკე, ჟორდი ალბა, მასკერანო, ფაბრეგასი (სონგი 80), ინიესტა (ტიაგო 64), ბუსკეტსი, მესი, ვილია, სანჩესი.
მწვრთნელი: ჟორდი როურა
რაიო: რუბენი, არბილია, ფიგერასი, ტიტო, ხალვესი, გონსალესი (ბანგურა 62), ტრასორასი, კარლოსი, პიტი, დომინგესი (გომესი 85), დელიბაშიჩი (ტამუდო 68).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლები: 1:0 ვილია (25), 2:0 მესი (40), 3:0 მესი (57), 3:1 ტამუდო (70)
გაფრთხილებები: პიტი (18), ტრასორასი (29), ტიტო (63), რუბენი (69)
კარში დარტყმა: 14 (9) – 15 (8) ჯარიმა: 9 - 18 კუთხური: 6 - 10 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 7 – 4
გრანადა. „ლოს კარმენესი“. 21000
გრანადა – ლევანტე 1:1 (1:0)
გრანადა: ტონიო, სიკეირა, ნიომი, მაინსი, ლოპესი, ბუონანოტე, რიკო, რესიო (ელ–არაბი 71), ნოლიტო, იგალო (ბრაიმი 60), არანდა.
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
ლევანტე: მუნუა, ნავარო, ლოპესი, კარაბელასი, ვინტრა, ბალესტეროსი, ვალდო, იბორა, რიოსი (აკვაფრესკა 46), გარსია, მიჩელი.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
გოლები: 1:0 სიკეირა (32პ.), 1:1 აკვაფრესკა (50)
გაფრთხილებები: ნიომი (3), რიკო (36), სიკეირა (55), რესიო (56), ლოპესი (66), ნოლიტო (83), ტორჟე (90) – ვალდო (18), ვინტრა (28), ლოპესი 930), აკვაფრესკა (58), ბალესტეროსი (75), ელ–ზჰარი (90)
კარში დარტყმა: 4 (4) – 7 (1) ჯარიმა: 17 - 14 კუთხური: 4 - 1 თამაშგარე: 2 - 6 სეივი: 0 – 3
ბომბარდირები: მესი (ბარსელონა) – 42, რონალდუ (რეალი) – 27, ფალკაო (ატლეტიკო) – 21, ნეგრედო (სევილია) – 15, სოლდადო (ვალენსია) – 14.