ფეხბურთი

20:22 | 17.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესი: “როურას პატივს ვცემთ, მაგრამ ტიტო გვაკლია”

კატალონიის “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი აცხადებს, რომ მის გუნდს ამერიკაში სამკურნალოდ წასული მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას არყოფნა ეტყობა.

“თანამედროვე ფეხბურთში, მწვრთნელის როლი დიდია. ამას მას შემდეგ მივხვდით, რაც ვილანოვა ჩვენთან არაა. როურას პატივს ვცემთ, მაგრამ ტიტო გვაკლია.

რაც შეეხება ჩვენი მისამართით წამოსულ კრიტიკას: ჩვენმა ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მსგავსი სიტუაცია ძალიან კარგად დაახასიათა – როდესაც გამუდმებით იგებ, ხალხს ეს ბეზრდება და ახალ გამარჯვებულს ითხოვს, ხოლო შენ ჩავარდნას გისურვებს.” – ციტირებს მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელის სიტყვებს მადრიდული AS-ი.

0.113624