ფეხბურთი

21:17 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესი: “რონალდუსთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს”

“ბარსელონას” არგენტინელმა შემტევმა, ლიონელ მესიმ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და პორტუგალიელის მიმართ პატივისცემა გამოხატა.

“რონალდუსთან არანაირი დაპირისპირება არა მაქვს. ის კარგი ადამიანია, რომელიც საკუთარ საქმეს პროფესიონალურად ასრულებს. მას შეუძლია თამაშის ბედი მარტომ გადაწყვიტოს. მას ასევე გაგრძელებას ვუსურვებ, ხოლო მე კონცენტრაციას ჩემს მოვალეობებზე გავაკეთებ.” – აცხადებს მესი Maxim-თან ინტერვიუს დროს.

0.119709