ფეხბურთი

15:05 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "მუნდიალზე ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ"

არგენტინის ეროვნული ნაკრები ბრაზილიაში გასამართ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ფავორიტთა შორის იმყოფება. სამხრეთამერიკელები ამხანაგურ მატჩში ტრინიდადი და ტობაგოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ და 3:0 გაიმარჯვეს.

ლიონელ მესის განცხადებით, არგენტინელები ბრაზილიაში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებენ.

"გასულ მატჩში მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩვენ შეხვედრა ტრავმების გარეშე დავასრულეთ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და მუნდიალზე ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ." - განაცხადა მესიმ.

 

გიორგი ბალახაძე

0.151085