ფეხბურთი

16:45 | 10.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "მუნდიალზე გულშემატკივართა ოცნების ასრულება გვინდა"

 

 კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ლიონელ მესის განცხადებით, მას არ უნდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს მხოლოდ ვარსკვლავური ფაქტორის გამო, როგორც ამას ხალხი ფიქრობს.

"ძალიან ბევრი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ მაინც საუკეთესოები იყვნენ. რასაკვირველია, მუნდიალის მოგება განსაკუთრებული იქნება. ვიმედოვნებ, ფინალში გავალთ და რიოში თითოეული წუთით დავტკბებით. ბრაზილიაში ბევრი არგენტინელი გულშემატკივარი ჩამოვა და ჩვენ გვინდა ამ ხალხს ოცნება ავუსრულოთ”, - განაცხადა ლიონელ მესიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე F ჯგუფში ბოსნიის, ირანის და ნიგერიის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდება.

გიორგი ბალახაძე

0.105678