არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ აღიარა, რომ მისი ოცნება ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაა. გუშინ, პარაგვაისთან გამართულ მატჩში (5:2), "ბარსელონას" ვარსკვლავმა ორი პენალტი გაიტანა და თავდასხმელს სურს, 1986 წლის შემდეგ, ალბისელესტელთა რიგებში მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტული მოიგოს.
"ჩემი ოცნება მსოფლიო ჩემპიონობაა. არგენტინის ნაკრებში წარმატების მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ ვიცით, რაც გვინდა და მნიშვნელოვანია ბრაზილიაში წარმატებას მივაღწიოთ". _ დასძინა მესიმ პარაგვაისთან მატჩის შემდეგ.
არგენტინის საფეხბურთო ასოციაციამ განაცხადა, რომ მესი საკვალიფიკაციო ეტაპის დროს ნაკრებში არ უნდა გამოეძახათ. მესიმ კი უპასუხა: ამის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ არგენტინის ნაკრების მაისურით თამაში ყოველთვის მინდაო.
გიორგი ბალახაძე