შესაძლოა, არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ კოლუმბიასთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი გამოტოვოს. ფიფას ოფიციალური საიტის ცნობით, “ალბისელესტეს” სამწვრთნელო შტაბი უშუალოდ შეხვედრის დაწყებამდე გადაწყვეტს, ითამაშებს თუ არა კატალონიის “ბარსელონას” შემტევი.
მესის კუნთის ტრავმა თვეზე მეტ ხანს აწუხებდა, მაგრამ მისგან განკურნება უკვე შეძლო. საქმე ისაა, რომ 25 წლის არგენტინელი არცთუ კარგ ფიზიკურ კონდიციებშია.
ცნობისათვის, არგენტინელთა და კოლუმბიელთა დაპირისპირება დღეს, გვიან ღამით ჩატარდება.