ფეხბურთი

18:45 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესი იტალიასთან გამოირიცხა

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი იტალიასა და არგენტინას შორის გასამართ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს. ამის მიზეზი კუნთის ტრავმაა.

მესიმ დაზიანება “ბარსელონას” წინასასეზონო მზადების დროს მიიღო, რის გამოც, მან მალაიზიის ნაკრებთან გამართული ამხანაგური შეხვედრა გამოტოვა. ტრავმირებული მესი ეროვნული გუნდის შეკრებაზე მაინც გაემგზავრა, მაგრამ გაირკვა, რომ ის იტალიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა და ბარსელონაში დაბრუნდა.

ივარაუდება, რომ ესპანეთის ჩემპიონატის გახსნით ტურში, მესი “ლევანტეს” წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება. ეს თამაში 18 აგვისტოს გაიმართება. რაც შეეხება იტალიისა და არგენტინის დაპირისპირებას, ის 14 აგვისტოს, ქალაქ რომში ჩატარდება.

0.117281