ფეხბურთი

10:50 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესი, ინიესტა და ვერმალენი ვარჯიშს შეუდგნენ

კატალონიური “ბარსელონას” ფეხბურთელები ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და ტომას ვერმალენი ძირითად ჯგუფთან ერთად ვარჯიშობენ.

შეგახსენებთ, რომ ამ სამეულმა სხვადასხვა სახის ტრავმების გამო ეროვნული გუნდების შეხვედრები გამოტოვეს: მესის საზარდული აწუხებდა, ინიესტას მუხლში აღმოაჩნდა პრობლემები, ვერმალენმა კი, მუხლქვეშა მყესები დაიზიანა.

“ბარსელონას” ოფიციალური საიტის ცნობით, აღდგენითი პროცესის დასრულების შემდეგ, ამ სამეულმა ძირითად ჯგუფთან ერთად გუშინ პირველად ივარჯიშა. მიუხედავად ამისა, 13 სექტემბერს პრიმერა დივიზიონის მესამე ტურის მატჩში “ბილბაოს” წინააღმდეგ, მათი თამაში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

0.111898