ფეხბურთი

19:27 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესი გერმანიასთან არ ითამაშებს

“ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერი, ლიონელ მესი 3 სექტემბერს გერმანიასთან გასამართ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

მესიმ ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში, “ვილიარეალთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. ამჟამად არსებული ინფორმაციით, 27 წლის თავდამსხმელის დაზიანება სერიოზული არაა, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, ტატა მარტინო მას გერმანიასთან არ ათამაშებს.

0.118189