ფეხბურთი

11:17 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესი: “ბუქარესტულ მინდორზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელი იყო”

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ რუმინეთთან სტუმრად ნათამაშები ამხანაგური მატჩის შემდეგ, წარუმატებლობის მიზეზად მინდვრის ცუდი საფარი დაასახელა. შეგახსენებთ, შეხვედრა გუშინ ბუქარესტში გაიმართა და 0:0 დასრულდა.

“ამ მინდორზე ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება უბრალოდ შეუძლებელი იყო. საფარმა ბურთის კონტროლის საშუალება არ მოგვცა. არადა დაცვაში ჩამჯდარი გუნდი სწორედ გააზრებული და სწრაფი თამაშით უნდა გაგვეტეხა” – ციტირებს მესის სიტყვებს ერთ-ერთი სამხრეთამერიკული სპორტული გამოცემა.

0.113275