ფეხბურთი

0:07 | 26.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესი: “ბოლივიას დამარცხება რთული იქნება”

ბოლივიასთან გასამართი მატჩის წინ, არგენტინელის ეროვნული ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი აცხადებს, რომ მის გუნდს, 26 მარტს, ლა პასში რთული მატჩი ელის.

“ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია. ბოლივიის წინააღმდეგ ვითამაშებთ და ამ გუნდის დამარცხება ძნელია. ყველას ახსოვს, რა მოხდა წინა ჯერზე. იმედი გვაქვს, შეცდომებს აღარ დავუშვებთ და დადებით შედეგს ვაჩვენებთ.” – აცხადებს ლიონელ მესი.

და მაინც, თუ ვინმეს არ ახსოვს – ამ გუნდებს შორის ბოლივიაში გამართული ბოლო დაპირისპირება მასპინძლებმა 6:1 მოიგეს. ეს 2009 წელს მოხდა და მას შემდეგ, არგენტინელები მეტოქის დამარცხებას ვერც საკუთარ კედლებში ახერხებენ. უკანასკნელი 2 თამაში 1:1 დასრულდა.

0.128036