“ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი იმედს გამოთქვამს, რომ 2014 წელს მას ტრავმები არ შეაწუხებს. ჯერ კიდევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი აცხადებს, რომ ბარსელონაში 1 იანვარს დაბრუნდება.
“ჩემს ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი რამაა, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით, ვისურვებდი, რომ მომდევნო წელმა ტრავმების გარეშე ჩაიაროს.
ჩემი ამჟამინდელი მიზანია ფიზიკურად კარგად მოვემზადო და მოედანზე გასვლამდე თანაგუნდელებთან ერთად რამდენიმე ვარჯიში ჩავატარო.
მას შემდეგ, რაც ოჯახთან ერთად ახალ წელს აღვნიშნავ, ბარსელონაში გავფრინდები. ეს ოთხშაბათს, 1 იანვარს მოხდება. ამის შემდეგ ვნახავთ, როდის ვიქნები მზად მოედანზე დასაბრუნებლად.” – აცხადებს ლიონელ მესი, რომელსაც 10 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.