ახალი საფეხბურთო სეზონიდან, კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესი კლუბის მე-4 კაპიტანი იქნება. ამის შესახებ AS-ი იუწყება.
სადღეისოდ, “ბარსელონას” კაპიტნები (შესაბამისი თანმიმდევრობით) კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და ვიქტორ ვალდესი არიან. მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ვალდესი კლუბს შეიცვლის. კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, კაპიტანთა სიაში მის ადგილს მესი დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ მესი 2000 წლიდან “ბარსელონას” საკუთრებაა, პირველი გუნდის ღირსებას კი, 2004 წლიდან იცავს. 25 წლის არგენტინელმა კატალონიელთა მაისურით 372 მატჩი ჩაატარა და 308 გოლი მიითვალა.